მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, – ამის შესახებ Twitter-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი წერს.
„ეს პოზიტიური ნაბიჯი უნდა იქცეს საზოგადოების კონსოლიდაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ, სასიცოცხლო მნიშვნელობის მიზნებზე ფოკუსირების პლატფორმად. სამოქალაქო საზოგადოებამ აჩვენა თავისი ძალა და პატივისცემას იმსახურებს“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.
Welcome #Georgia's decision to drop the 'Foreign agents' bill. This positive step should serve as a platform to consolidate society and focus on strategic, vital Euro-Atlantic integration goals. Civil society has shown its strength and deserves respect. pic.twitter.com/BQq3opuXkx
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) March 9, 2023