უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მიშა მაზანაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა თანამებრძოლებმა გაავრცელეს.
30 წლის ქართველი მებრძოლი ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა.
როგორც დაღუპული მებრძოლის ბიძაშვილი “კურიერთან” საუბრისას იხსენებს, მიშა მაზანაშვილი უკრაინაში 1 წლის წინ წავიდა.
“1 წლის წინ წავიდა და იბრძოდა, მეუღლეც იქაური ყავდა. როგორც ვიცით ჭურვი დაეცა. აქ გადმოასვენებენ და აქ დაიკრძალება,”– აცხადებს გარდაცვლილის ბიძაშვილი.
კომენტარები