თბილისის ტექნოლოგიური პარკის სამეცნიერო ნაწილი დაახლოებით 250 მილიონი ევრო დაჯდება და ასევე დაჯდება საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ქუთაისში იქნება, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტექნოლიგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება თანხის რაოდენობას, რომელიც ინსტიტუტის შენახვისთვის იქნება საჭირო, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს ინსტიტუტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გახდება ცნობილი.
„მე დავეხმარები სახელმწიფოს მანამ, სანამ თავად ვერ მოახერხებს ინსტიტუტის შენახვას“,- განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
ივანიშვილის განცხადებით, ტენოლოგიური უნივერსიტეტის იდეა მისი იყო, რითაც სააკაშვილი აღფრთოვანდა, თუმცა ბათუმში სასაცილო პროექტი გააკეთა.
”ცოტა სხვაობაა პროექტებს შორის. შეიძლება განხორციელდეს ამერიკული პროექტი. კოლაიდერზეა მხოლოდ საუბარი, ხოლო მრგვალ შენობაში იქნება ლაბორატორიები, ეს იოლია და მისი მშენებლობა დაიწყება ხვალვე. ის, რაც ”ნაციონალებმა” ბათუმში ააშენეს, იყო სასაცილო. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა თავიდანვე იყო ჩემი, ეს იყო დაახლოებით 8 წლის წინ და სააკაშვილი საოცრად აღფრთოვანებული იყო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ბათუმში აშენებულ შენობას არ შეიძლება უნივერსიტეტი ეწოდოს, ვინაიდან ეს არის ”ლიფტის შახტა”.
”მიშამ სასაცილო რამე გააკეთა. ეს იყო ლიფტის შახტა და იქ აუდიტორიები ვერ განთავსდებოდა. ასევე აშენებდა ქალაქებს სააკაშვილი, როგორც ტექნოლოგიური პროექტი გააკეთა”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა და ყველას მოუწოდა, დალოდებოდნენ იმ პროექტის დასრულებას, რომელსაც ის ახორციელებს.
ბიძინა ივანიშვილი – ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ჩემი იყო, რითაც სააკაშვილი აღფრთოვანდა
2016/05/23 14:21:14
კომენტარები
ნანახია: 4029 ჯერ