ჩვენი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, პოლონეთის მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი ჯერ კიდევ ათი დღის წინ, ჩვენი ვარშავაში ვიზიტი უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გადასაცემ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს. მიხეილ სააკაშვილის გარდა, ამ ჯილდოს მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ამის პარალელურად, ცხადია გვაქვს შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და პერსპექტივას. ვწუხვარ, გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. არაანაზღაურებადი, ოფიციალური მივლინებით ვიმყოფებით პოლონეთში და შესაბამისად, უმარტივესად შეეძლო ენახა, იმ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ საკითხზე მუშაობდა. ნორვეგიაში მიღებული ჯილდო უმწვავესად და მტკივნეულად მიიღო რუსულმა ოცნებამ და იქიდან რამდენიმე დღეში, მაქვს პატივი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დავესწრო“, – წერს ხაბეიშვილი.