ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა.
„ჯორჯიან ეარვეისში“ განმარტავენ, რომ ავიაკომპანიას აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით განაცხადი არ გაუკეთებია.
კომენტარები