თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
“ვარკეთილში მდებარე კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ჩანაცვლდება ახალი, თანამედროვე სტანდარტის მქონე შენობა-ნაგებობით.
ეს არის კალოუბნის ქუჩის N18-ში არსებული მაღალი კატეგორიის ავარიული შენობა, უმძიმეს მდგომარეობაში.
იწყება მოსახლეობის გაყვანა ქირით და შენობის დემონტაჟი.
შევხვდებით ახალ კორპუსში ორი წლის შემდეგ“, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.
კომენტარები