საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ არცერთი სანქცირებული ბორტი საქართველოში არ დაჯდება. საქართველოს მყარი პოზიციაა, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს ამ ქვეყნიდან უკრაინას და ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელს არ უშლის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„სანქციებს საქართველო ვერ უწესებს და არ უწესებს რუსეთს იმიტომ, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს ვიდრე რუსეთს. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც პოზა დავიჭიროთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაზიანებას ნამდვილად არ ვაპირებთ და ამისათვის მე არ მგონია, რომ საქართველოს დასჯა ვინმემ მოინდომოს. ჰააგაშიც მხარი დავუჭირეთ ჩვენ იმ დოკუმენტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის, თუმცა მეორე მხრივ სანქციებს არ ვაწესებთ. ამიტომ არის, რომ ფრენები არის თავისუფლად. ცალმხრივად დაწესებული სანქციები რუსეთმა ცალმხრივად მოხსნა. როდესაც ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვითხოვდით ამის მოხსნას, ჩვენ თვითონ ამის დაწესებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.