ალბერტაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, მოქალაქეთა 76.4% პროვინციის კანადიდან გამოყოფას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რეფერენდუმს კითხვაზე – „უნდა დარჩეს თუ არა ალბერტა კანადის შემადგენლობაში თუ პროვინციულმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი გამოყოფის შესახებ?“ – მხარი 282 340-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც 23.6%-ია. მოწინააღმდეგეა 923 078 მოქალაქე.
ამასთან, ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა 56.7% მიიჩნევს, რომ ალბერტას პროვინციის მთავრობამ იმიგრაციაზე კონტროლი უნდა გააძლიეროს.
ცნობისთვის, რეფერენდუმი ალბერტაში 19 ოქტომბერს ჩატარდა.
კომენტარები
