”მათ პოლიტიკური მომავალი საქართველოში აღარ აქვთ” , – აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა წევრმა პეტრე მამრაძემ “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე საუბრისას „ახალ თაობასთან” ინტერვიუში.
„გირჩსა“ და სხვებს არანაირი შანსი არ აქვთ, ისევე, როგორც უგულავას, რომლის ფოტოები, რომლებიც ასახავს სტრიპტიზბარში მის განცხრომას ბიუჯეტიდან გადარიცხული ფულით, ყველას ახსოვს.
უგულავას არაფერი უშველის, ვინაიდან მხარდამჭერებს მოსახლეობაში ვეღარ მოიპოვებენ. ჩვენ გვახსოვს რესპუბლიკელების ხმაურიანი განცხადებები არჩევნებამდე, გვახსოვს ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდის შემართება და განცხადებები, სხვების განცხადებები. რით დამთავრდა? სად არიან?
მიხეილ სააკაშვილსაც არავითარი მომავალი არ აქვს, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს 12%, მაგრამ, რამდენიც არ უნდა იცოცხლოს მიხეილ სააკაშვილმა, ეს 12% შეიძლება თანდათან გაილიოს, თორემ არ მოემატება. უბრალოდ, ჯერ კაპიტალის ნარჩენები შემორჩა. ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში მოხდეს სოციალური კოლაფსი, ვთქვათ, ლარის კუპონიზაცია ან სხვა (მე ამას ნამდვილად არ ველი), მაგრამ, დავუშვათ, ასეც რომ მოხდეს, ესენი მაინც ვერ დაბრუნდებიან. შეიძლება, სულ სხვა პოპულისტი და დემაგოგი ვიხილოთ”, – აცხადებს მამრაძე.
წყარო: „ახალი თაობა“