აკაკი ბობოხიძე, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა და ბოკერიას ფრთაში გადავიდა, პარტიაში მიმდინარე პროცესებზე for.ge-სთან საუბრობს:
“ანუ, შეცდომები გაიაზრეთ და ახლა სააკაშვილის პოლიტიკური მარწუხებისგან თავის დაღწევას ცდილობთ?
– ეს სააკაშვილის პოლიტიკური მარწუხებისგან გათავისუფლების მცდელობა არ არის. 2012 წლის შემდეგ, პარტიაში გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო ღებულობდა, მანამდე კი, ფორმალურად ვარსებობდით და გადაწყვეტილებას ქვეყნის ლიდერები ღებულობდნენ. 2012 წლიდან ვითარება შეიცვალა და პოლიტსაბჭოში ის ადამიანებიც აღმოჩნდნენ, ვინც გადაწყვეტილებას მანამდეც იღებდნენ და ვინც მანამდე ვერ ვიღებდით. მართალი არ არის, როცა ამბობდნენ, რომ გადაწყვიტილებას ვიწრო ჯგუფი იღებდა. თუ ვიწრო წრე ღებულობდა, მაშინ თაქთაქიშვილმა და წიკლაურმა გადაწყვეტილება როგორ მიიღეს, როცა საორგანიზაცო კომისია შექმნეს? არანაირი პიროვნული უთანხმოება არ მაქვს არც სააკაშვილთან და არც ცისკარიშვილთან. პარტია ერთი კაცის ნებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. მეორე პრობლემაა არჩევნების მიმართ დამოკიდებულება, რომელიც დღის წესრიგიდან მოხსნილია და ამას ვერ მივესალმები.
ანუ, თქვენ იმ პოლიტიკური შეკვეთების შესრულებაზე თქვით უარი, რომელიც სააკაშვილის მხრიდან ისმოდა და რომელიც, ბარიკადებზე გასვლას და აქციების მოწყობას გულისხმობდა?
– მიტინგების მოწყობა ლეგიტიმური გზაა. მათ შორის ბარიკადებიც შეიძლება ლეგიტიმური იყოს. საარჩევნო პროცესებთან ერთად არსენალში ყველა იმ გზას მოვიაზრებთ, რომლიც აუცილებლი იქნება. თურმე, შეცდომები არ გვქონია და „გვეყო, თავზე ნაცრის დაყრა“. შეცდომები ქვეყნის მართვაშიც გვქონდა და პარტიის მართვაშიც, რის გამოც ჯოხი პირველ რიგში თანაპარტიელებზე ტყდებოდა. კუდ-ი პარტიის სამსახურში არ უნდა ერეოდეს და სპეცსამსახურები პარტიის საკითხებს არ უნდა მართავდნენ. ამასთანავე, რაიონში ადამიანებს საკუთარი პარტიის კუდ-ისგან დაცვა არ უნდა სჭირდებოდეთ.”
წყარო: for.ge