ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე ზღვაში მოზარდს ეძებენ. 16 წლის ლუკა აბულაძე 4 ივლისს გაუჩინარდა. ოჯახის წევრები თვითმხილველებზე დაყრდნობით სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ.
მათი თქმით, მოზარდი მეგობრებთან სანაპიროზე იმყოფებოდა რა დროსაც ეგრეთწოდებული სასეირნო ბანანით სხვა ახალგაზრდებთან ერთად ზღვაში სამაშველო ჟილეტის გარეშე შევიდა, რის შემდგომაც მისი კვალი გაუჩინარდა. რა მოხდა და რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება.
ოჯახის წევრების თქმით, მათ მწირი ინფორმაცია აქვთ. როგორც ამბობენ, პოლიციას გუშინ მიმართეს მას შემდეგ, რაც მოზარდი ღამით სახლში არ მივიდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, არსებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებში გამოძიება დაწყებულია.
კომენტარები