სამტრედია „მუსიკალური საღამოების“ მარათონს შეუერთდა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.
ქალაქის ტერიტორიაზე რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში სამზადისი მიმდინარეობს, ეწყობა სცენა და სივრცეები ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვისთვის.
ასევე წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. საღამო ქართველი მომღერლების მონაწილეობით გრანდიოზული კონცერტით დასრულდება. ხათუნა მაისურაძე დეტალებით.
„მუსიკალური საღამოებს” დღეს კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დედოფლისწყარო და ახმეტა უმასპინძლებს. დედოფლისწყაროში სამზადისი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. იქ ღონისძიებები ქალაქის ცენტრში 7 საათიდან დაიწყება, სადაც სტუმრების საზეიმო განწყობაზე თბილისიდან მიწვეული მომღერლები და მუსიკალური ჯგუფები იზრუნებენ.
ამის პარალელურად სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვებში და საბავშვო გასართობ შოუებში.
მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს მარნეულიც. ღონისძიებისთვის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული პროგრამა 19 საათზე დაიწყება და 20 საათზე გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.
ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. სკვერში სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები და პავილიონები. ღონისძიება 19 საათზე დაიწყება.