ის, რომ კომერციული ბანკი იღებს რეფინანსირების სესხებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ბანკს რამე პრობლემები აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ქუთაისში განუცხადა.
გვენეტაძის თქმით, როცა კომერციული ბანკი რეფინანსირების სესხს იღებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ბანკს პრობლემები აქვს.
,,რეფინანსირების სესხების დაკავშირება კურსის გაუფასურებასთან არ არის სწორი, არ არის მართებული. რეფინანსირების სესხები არის ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ხდება ბანკების ლიკვიდობის მართვა. ბანკები იყენებენ მას აქტიურად. ის, რომ კომერციული ბანკი იღებს რეფინანსირების სესხებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ბანკს რამე პრობლემები აქვს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
კომენტარები