ოპოზიციის შეკრება წინანდალში – „ნაცმოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრები, ასევე „ლელოს“, „რესპუბლიკური პარტიისა“ და „საქართველოსთვის“ ლიდერები წინანდალში იმყოფებიან. შეკრების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელეს. ფოტოებში ჩანს, რომ პარტიების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება ბიზნესმენი თემურ ჭყონია.
იგეგმება თუ არა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება და რა არის შეკრების მიზეზი? – „ქრონიკამ“ სცადა წინანდალში შეკრებილებთან დაკავშირება, თუმცა ლიდერებს ამ თემაზე საუბარი არ სურთ. ერთადერთი ვინც „ქრონიკის“ შეკითხვებს უპასუხა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ტარიელ ნაკაიძეა. მან უარყო პოლიტიკურ გეგმებზე მსჯელობა, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრა, უმცირესობების საკითხს ეხება.
კომენტარები