რუსული აქტივები ევროპაშია გაყინული და გაყინულ მდგომარეობაში ევროპაშივე უნდა დარჩეს. ეს ჩვენი საქმეა და გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მერცმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპულ ქვეყნებს შესთავაზა, გაყინული რუსული აქტივების ნაწილი განებლოკათ და ვაშინგტონის კონტროლქვეშ გადაეცათ.
გაზეთ „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ამერიკელი მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ამ ინიციატივით 9 ოქტომბერს მაიამიში გამართულ შეხვედრაზე გამოვიდნენ. შეხვედრას უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხი სამშვიდობო შეთანხმების ფართო კონტექსტში განიხილებოდა. ამერიკულმა მხარემ აქტივების განბლოკვის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი წარადგინა, მათ შორის იყო აქტივების აშშ-ის კონტროლქვეშ მყოფი სტრუქტურისთვის გადაცემა. „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ევროპელებმა ეს გეგმა
