ყვარელში ძლიერმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მნიშვნელოვნად დააზიანა. მევენახეების თქმით, ზოგან ვენახების 80-90% განადგურებულია.
ძლიერმა ქარმა ქალაქში მრავალწლოვანი ხეებიც მოგლიჯა, რის გამოც მარჯანიშვილის ქუჩაზე ავტომობილებით მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.
ქარმა ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძებიც. ადგილზე მუშაობს „ენერგოპრო-ჯორჯიის“ რამდენიმე ბრიგადა.
ყვარლის გარდა, სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა, საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. ასევე დაზიანებულია ელექტროსადენები და საყრდენი ბოძები, მოგლეჯილია ხეები, რამაც ჩახერგა საავტომობილო გზა.
კომენტარები