თბილისის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი, სავარაუდოდ, 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეკუთვნის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, სამძებრო სამუშაოების შედეგად, ახალგაზრდა პირის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს.
გარდაცვლილის ვინაობის დასადგენად ექსპერტიზა ჩატარდება.
გაუჩინარებულ ახალგაზრდას მეოთხე დღეა ეძებდნენ.
ახლობლები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ლუკა ლაცაბიძის პირადი ნივთები თბილისის ზღვაზე იპოვეს.
სამძებრო სამუშაოებიც სწორედ იქ მიმდინარეობდა.
კომენტარები
