ქალბატონი ელენეს [ხოშტარია] ნიჭიერება მინდა ვაღიარო, იმდენი მიმართულებიდან იღებს დავალებებს, რომ ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება ამ დავალებების გააზრება, გადამუშავება, შესრულება – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
შეკითხვაზე, რა მიზნით ჩავიდნენ დავით კეზერაშვილთან ელენე ხოშტარია და გიგი უგულავა და ხომ არ ფიქრობს, რომ ელენე ხოშტარია ვაშაძის მსგავსად შეუერთდება ნაცმოძრაობას? მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ ელენე ხოშტარია ერთ-ერთი მიმართულებიდან დავალების მისაღებადაა წასული, თუმცა, რუბლებს იქიდან ვერ წამოიღებს, ამ შემთხვევაში დოლარებთან გვექნება საქმე.
„ქალბატონი ელენეს ნიჭიერება მინდა ვაღიარო. იმდენი მიმართულებიდან იღებს დავალებებს, რომ ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება ამ დავალებების გააზრება, გადამუშავება, შესრულება. ერთ-ერთი მიმართულებიდან დავალების მისაღებად ახლაა წასული. რუბლებს იქიდან ვერ წამოიღებს, რუბლები სხვა მიმართულებიდან მისდის მას, ამ შემთხვევაში უფრო დოლარებთან გვექნება საქმე როგორც ვიცი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.