ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანი და მისი ცენტრალური სივრცე – წრე, უკვე წლებია ცარიელია. მოვიდა დრო ვიმსჯელოთ და ერთად გადავწყვიტოთ თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ადგილას, – ამის შესახებ ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, გურიის ისტორიამ და წინაპრებმა დაიმსახურეს, რომ აღნიშნულ ადგილას რამე გამორჩეული დაიდგას მათი გმირული თავგადასავლების აღსანიშნავად.
„ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანი და მისი ცენტრალური სივრცე – წრე, უკვე წლებია ცარიელია. მოვიდა დრო ვიმსჯელოთ და ერთად გადავწყვიტოთ თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ადგილას. რას იტყვით ჩემო ძვირფასო ოზურგეთელებო, გურულებო? ჩვენი კუთხის ისტორიამ და ჩვენმა წინაპრებმა არ დაიმსახურეს აქ რამე გამორჩეული დაიდგას მათი გმირული თავგადასავლების აღსანიშნავად – ისეთი, რომ აქაურებს სიამაყით აგვავსებს და ოზურგეთში ჩამოსულ სტუმარსაც გურულების ამბავს მოუყვება?! ასეთი სივრცის გამოუყენებლობა არ შეიძლება“, – წერს ავთანდილ თალაკვაძე Facebook-ზე.