რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერში მოყოლილი ხალხი სამაშველო სამსახურების მისვლას ელოდება.
მეწყერში მოყოლილი ერთ-ერთი ქალი „მთავარი არხთან“ სატელეფონო საუბრისას აღწერს, რა ხდება ახლა იქ, სადაც ისინი არიან:
„მეწყერი ჩამოწვა, სამაშველოს ველოდებით. წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, ყველას ჩაგვიტანს. ბავშვები და მოხუცები არიან.
შემოსაზღვრულები ვართ, არანაირი გასავალი არ არის. 2-მეტრიანი ტალახია, რომელშიც ყველა ჩავიხრჩობით, თუ დროზე არ მოვა“, – ამბობს შოვში, მეწყერში მოყოლილი ქალი.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში, მეწყერი ჩამოწვა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არიან დაშავებულები –ჩამოწოლილი მიწის მასამ რამდენიმე ადამიანი მოიყოლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, რაჭაში, შოვშ, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ 112-ზე არაერთი შეტყობინება შევიდა.