რაჭაში, კურორტ შოვში, ელექტროხაზებია დაზიანებული ჩამოწოლილი მეწყრის გამო. ინფორმაციას ავრცელებს ელექტრომიმწოდებელი კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია”.
“ამ დროისათვს გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს”, – წერია განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს და სოფელ გლოლას.
კომენტარები