ოკუპირებულ აფხაზეთში ვორონეჟის მკვიდრი, ალექსანდრე კნიაზევი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გასაღება.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. შსს ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ კნიაზევს ჩხრეკისას 27 გრამი მეტადონი ამოუღეს. კიდევ 4 შეკვრა ნაპოვნია სოხუმში, 4 მარტის ქუჩაზე.
ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ჯამური წონა 30 884 გრამია.
კომენტარები