კახეთში პნევმატიკური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვიით მოზარდი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გურჯაანში ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ინცინდენტი თამაშისას მოხდა. ერთ-ერთ მოზარდს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და მეგობარს თვალის არეში მოხვდა.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ ის კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს.
კომენტარები