საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრთა პირისპირ შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 10 ოქტომბერს ეწვია. უნგრეთის პრემიერი თბილისში მეუღლესთან − ანიკო ლევაისთან და დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.