ქვემო სობისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და ზემო სობისამდე გრძელდება.
„გზის სიგრძე 6 633 მეტრია. პროექტის ფარგლებში ასფალტი იგება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ეზოებში შესასვლელებში და გზის მიერთებებზე. მიმდინარეობს ასევე სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რომელიც ამ დრომდე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არ არსებობდა. პროექტის ღირებულება 3 887 000 ლარია.
წლების განმავლობაში დაზიანებული გზის საფარის გამო გადაადგილება უჭირდათ როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები