გაეროს წარმომადგენლის, მარტინ გრიფიტსის განცხადებით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მეორე კოლონა შევიდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეგვიპტიდან ღაზაში 14 სატვირთო მანქანა შევიდა.
„იმედის კიდევ ერთი მცირე ნაპერწკალი მილიონობით ადამიანისთვის, რომლებსაც ასე ძალიან სჭირდებათ ჰუმანიტარული დახმარება“, – დაწერა გრიფიტსმა X-ში.
შაბათს ჰუმანიტარული დახმარების ოცი სატვირთო მანქანას მიეცა ღაზაში შესვლის უფლება რაფაჰის გადასასვლელის გავლით. ეს სატვირთო მანქანები პირველი იყო რეგიონში მას შემდეგ, რაც ისრაელმა ბლოკადა დააწესა ორი კვირის წინ „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ.
კომენტარები