გოგა მანია სოციალურ ქსელში ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს.
“26 ნოემბერი, 2026
ახალი წინასწარმეტყველება.
მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი
1. თბილისი — დიდუბე
ყურადღება დიდუბისა და მიმდებარე ქუჩების ტერიტორიას. ხილვაში კორპუსის ჩამონგრევის მძიმე თემა იკვეთება.
2. გაზთან დაკავშირებული საფრთხე
კვლავ ჩნდება გაზის თემა. მოვუწოდებ მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ გაზის სისტემების გამართულობასა და უსაფრთხოებას.
3. მომღერალი ქალი
მძიმე მინიშნება უკავშირდება ქალ მომღერალსა და გარდაცვალების თემას.
4. იტალია, ესპანეთი, თურქეთი
ამ სამ ქვეყანაში იკვეთება გავლენიანი პირების დაკავებისა და გახმაურებული სამართლებრივი პროცესების თემა.
5. სარკინიგზო ტრანსპორტი
ყურადღება მიაქციეთ მატარებელსა და სარკინიგზო მიმართულებას. ხილვაში მძიმე ინციდენტის თემა ჩანს.
6. ბაზრობები და მნიშვნელოვანი შენობა
ხანძრის საფრთხის თემა იკვეთება ბაზრობების მიმდებარედ, ასევე ყურადღება ექცევა მნიშვნელოვან შენობას.
ზოგჯერ გაფრთხილება მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა მეტი ყურადღება გამოიჩინოს.
ღმერთმა დაიფაროს საქართველო, ჩვენი ხალხი და მთელი მსოფლიო”
