ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს. ანკლავზე ავიადარტყმები მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა.
ისრაელი აცხადებს, რომ „ცახალის“ ავიაციის სამიზნე „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტები და ინფრასტრუქტურაა, „ჰამასი“ კი ისრაელს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში სდებს ბრალს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დღემდე ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ანკლავში 4600-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 14 ათასს აღემატება.
კომენტარები