“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება. ნიკა მელია პარტიის ახალ მენეჯმენტს პირობას უყენებს, თუ კეზერაშვილის და მერაბიშვილის არაფორმალურ მმართველობას “ნაციონალური მოძრაობა” არ გაემიჯნება, ის პოლიტიკური მოძრაობიდან წასვლის გადაწყვეტილებას ოპტიმალურ დროს მიიღებს. “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ჩრდილოვანმა მმართველობამ პარტიას ამომრჩეველი დააკარგვინა, მათ შორის, არაფერი გაუკეთებიათ სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად, რაც ახალი მენეჯმენტის მთავარი პირობა იყო.
“გულწრფელად გპასუხობთ – იქ, სადაც იოტისოდენა ჩართულობა [მაინც] არის კეზერაშვილის და მერაბიშვილის, როგორც ანტისახელმწიფოებრივი მოვლენების, არაფორმალური მმართველობა, როგორც ფენომენი მაქვს მხედველობაში, იქ მე არ არ ვიქნები ბრძოლაში და მივიღებ სწორ გადაწყვეტილებას, ოპტიმალურ პერიოდში მივიღებ გადაწყვეტილებას… რისი გამრიცხავები არიან…
როდესაც გემი არის ტალღაში, ღელვაში და კაპიტანი კვიპროსში, შეუძლებელია, წარმატებას მიაღწიო…
არანაირი ტიპის შემოთავაზება არათუ არ იყო, ვერც იარსებებს,” – აღნიშნა ნიკა მელიამ ერთ-ერთი ტელევიზიის გადაცემაში.