დანიკა როემი ვირჯინიის შტატის ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი სენატორი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ დანიკა როემი, რომელიც “დემოკრატიულ” პარტიას წარმოადგენს, მანამდე შტატის წარმომადგენელთა პალატაში იყო არჩეული.
გასულ სამშაბათს გამართულ არჩევნებში მან “რესპუბლიკური” პარტიის წარმომადგენელი, ბილ ვულფი დაამარცხა.
“მათ [ოპონენტებმა] ფსონი ტრანსფობიაზე დადეს და წააგეს”, – განაცხადა დანიკა როემმა.
კომენტარები