აშშ-მა სტელსის ტიპის ბომბდამშენის B-21-ის პირველი საფრენი გამოცდა ჩაატარა, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია. საფრენი გამოცდა 10 ნოემბერს, კალიფორნიაში ჩატარდა.
მწარმოებელმა კომპანია Northrop Grumman-მა B-21-ს მსოფლიოში პირველი მეექვსე თაობის თვითმფრინავი და „ამერიკის ავიაციის მომავალი ხერხემალი“ უწოდა. B-21 ასევე აღჭურვილია უფრო გამძლე, ნაკლებად შესამჩნევი ზედაპირული მასალით, რომელსაც ნაკლები მოვლა დასჭირდება და შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს. ერთი თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 750 მილიონი დოლარია.
აშშ-ის საჰაერო ძალები გეგმავს, შეიძინოს მინიმუმ 100 ასეთი თვითმფრინავი B-1 და B-2 ბომბდამშენების ჩანაცვლებისთვის.
კომენტარები