მკვლელობა საგარეჯოში – თანასოფლელებს შორის, ფინანსურ ნიადაგზე დაწყებული დავა 29 წლის კაცის მკვლელობით დასრულდა. მოკლულია ჯავიდ მამედოვი. შემთხვევა სოფელ ქეშალოში, გვიან ღამით, ქორწილში მოხდა.
საქმეში ფიგურირებს ცივი იარაღი, დანა, რომლითაც, 33 წლის კაცმა, მამედოვს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა კაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავა. მას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები