მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეულმა ჯავშანსატანკო ბატალიონმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ვაზიანის სასროლეთზე ასეულის დონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამანევრო ასეულებმა, რეზერვის ამოცანების ფარგლებში, ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მონაწილეობით ბლოკირების/ჩანაცვლების ოპერაციები განახორციელეს. ოპერაციები მოიცავდა საბრძოლო მზადყოფნის ვარჯიშებით ტაქტიკურ გადაადგილებას, საბრძოლო პოზიციების დაკავებასა და ბრძოლის წარმოებას.
სწავლება ბატალიონის საბრძოლო დონის ამაღლებასა და ჯავშანტექნიკის ეკიპაჟის წევრების სინქრონიზებული მოქმედების დახვეწას ისახავდა მიზნად.
კომენტარები