სერიალ „ფაუდას“ გადამღები ჯგუფის წევრი, მათან მეირი, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობდა, ერთ-ერთი რეიდის დროს დაიღუპა. ინფორმაცია „ფაუდას“ სოცქსელებში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, 38 წლის თადარიგის უფროსი სერჟანტი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით ერთ-ერთ შენობას ამოწმებდა და „ჰამასის“ გვირაბებს ეძებდა. როდესაც ის და კიდევ 4 ადამიანი სახლში შევიდნენ, აფეთქება მოხდა. მეირი და მისი თანამებრძოლები ნანგრევებში მოყვნენ.
მეირი „ფაუდას“ პროდიუსერთა ჯგუფში მუშაობდა და ისრაელური სერიალის ოთხივე სეზონის გადაღებაში მონაწილეობდა. „ფაუდას“ გადამღებმა ჯგუფმა მის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა
კომენტარები