2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინიდან ევროკავშირში გასაწვევი ასაკის 650 000 მამაკაცი ჩავიდა. ამის შესახებ Eurostat-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავსტრიული გამოცემა Еxxpress-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ეს მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებული ლტოლვილი მამაკაცების რიცხვია. მაგალითად, გერმანიაში 190 000 უკრაინელი მამაკაცი შევიდა, კიდევ 100 ათასი კი ქვეყანაში უკანონოდ იმყოფება.
Exxpress-ი წერს, რომ ასეთი რაოდენობის სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი მამაკაცების დაკარგვა უკრაინისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
„რაკეტების, ტანკების, საბრძოლო მასალების ჩანაცვლება შესაძლებელია იმ პირობით, რომ დასავლელი მოკავშირეები უკრაინას ამას მიაწოდებენ. ჯარისკაცების შემთხვევაში ეს სულ უფრო რთული ხდება“, – წერს ავსტრიული გამოცემა.
კომენტარები