საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ტუღუში თბილისში გამართულ კონფერენციას „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.
„ძალიან მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია რაღაც საკითხებზე. ბუნებრივია, ჩვენ ყველა საკითხზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ არის ევროპული ინტეგრაცია და ვფიქრობ, რომ საჭირბოროტო თემებზე გარკვეული შეთანხმებები თუ იქნება, უკეთესია. ასეთი ნაბიჯებით ხელს შევუწყობთ კონსოლიდაციას, ასევე დეპოლარიზაციას“, – აღნიშნა ტუღუშმა.
პარლამენტის და ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია იმართება, სადაც 9 პრიორიტეტის შესრულების გზებზე მსჯელობენ. კონფერენციას როგორც ოპოზიცია, ისე მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
კომენტარები