ევროკავშირის სამი კანდიდატი ქვეყანა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ის სახელმწიფოებია, რომლებიც ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. დონეცკი, ლუგანსკი, ყირიმი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რიშარდ ჩარნეცკიმ სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე დებატებისას განაცხადა, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ეხებოდა.
„თამაზ გინტურის მკვლელობა ნათლად აჩვენებს, თუ რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია. ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ ერთი ხმით და პოზიციით ვსაუბრობთ, მაგრამ ასევე ძალიან მკაფიოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ გვჭირდება სპეციალური გეგმა მათ დასახმარებლად, ევროპული სულისკვეთების გასამხნევებლად და ჩვენ ვალდებულები ვართ ეს გავაკეთოთ“, – აღნიშნა რიშარდ ჩარნეცკიმ.
სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური დაიღუპა.