კიევში ჩასვლის შემდეგ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტთან ერთად ჟურნალისტების წინაშე წარდგა.
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ნადეჟდა სავჩენკო „ოქროს ვარსკლავის“ ორდენით დააჯილდოვა და „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა.
სიტყვით გამოსვლისას ნადეჟდა სავჩენკომ ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.
„ასეთი და რომ არ მყავდეს, ახლა მკვდარი ვიქნებოდი. არ მინდა, რომ ადამიანებს ომი სურდეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ომითაა შესაძლებელი. ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, მაგრამ ყოველთვის მზად ვარ, უკრაინისთვის გამარჯვებამდე ვიბრძოლო“, – განაცხადა სავჩენკომ.
კომენტარები