პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმიანება.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული იდეა აბსურდის შემცველია და მხოლოდ ერთ მიზანს ეფუძნება – გააჟღეროს რაღაც იდეები და საზოგადოებაში წარმოაჩინოს, რომ კვლავაც აქტუალურია, მისი პიროვნება კი – საინტერესო. „ეს იმ დროს, როცა სააკაშვილმა თავის მიერ დაფუძნებულ პარტიაში ერთიანობა ვერ შეინარჩუნა“, – აღნიშნა მიქანაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, რომ შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკი.
კომენტარები