ცნობილი პროფესორის და ჟურნალისტის, გიგლა გობეჩიას სტუდენტებმა ლექტორის შესახებ პირად გვერდზე ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს და მას მადლობა გადაუხადეს.
“ჩვენ რომ სუპერი ლექტორი გვყავს და მართლაც ფენომენალური მოვლენაა თავისი ჟურნალ “ფენომენივით”, ამაზე ჩემი უნივერსიტეტის სხვა ლექტორები და ჯგუფელებიც დამეთანხმებიან. Gigla Gobechia – ეს ადამიანი არის ის პიროვნება, რომელთან განვლილი წლებიც საოცრებაა და აუცილებლად შეცვლის ყველა ადამიანს უკეთესობისკენ.
რაც შეეხება Tako Kvaratskheliaს, მეამაყება, რომ უნივერსიტეტში თაკოს მოწვევის ავტორი მე გავხდი. თაკო მართლაც რომ იმსახურებს საუკეთესოს, რადგან ის ყველაზე ნიჭიერი და მშრომელი გოგო იყო ჩვენი კურსიდან. “
პოსტს გამოეხმაურა თავად გიგლა გობეჩიაც და ყოფილ სტუდენტებს დაფასებისთვის მადლობა გადაუხაა.
“მადლობა, ბავშვებო, მიყვარხართ, მეამაყებით ასეთი ლამაზები, შემართულები, მაძებრები და ეროვნულები!”-წერს გობეჩია.