ეს ყრილობა არ იქნება რადიკალური სიახლის შემომტანი, ეს არის ყრილობა, რომელზეც მოვისმენთ ანგარიშებს უშუალოდ პარტიის სხვადასხვა დანაყოფისგან და დავიწყებთ მზადებას მუნიციპალიტეტების, რეგიონების მიხედვით და განისაზღვრებიან წარმომადგენლები. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„შესაბამისად, ეს ყრილობა უფრო შიდა პარტიული მზადებისთვის არის. რაიმე რევოლუციურ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, თუმცა ეს ყრილობა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პარტიული საარჩევნო პროცესი და ზოგადად პარტიის საქმიანობა დავგეგმოთ, იმიტომ რომ მომავალ წელი პარტიისთვისაც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა სამხარაძემ.
კომენტარები