სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია გაიმართა, შემდეგ კი ორგანიზაციამ 2023 წლის ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
მეტოქის მიერ გამოვლენილი გულისხმიერებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა ევროპის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალოსანს, მათე გველესიანს (ძიუდო). მესამე ევროპულ თამაშებზე მიღწეული უმაღლესი შედეგისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ ჩემპიონები – ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო) და ლუკა შონია (კიკბოქსინგი).
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სპეციალური ჯილდო გადაეცემა ლეგენდარულ ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს. სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საგანგებო პრიზი დავით ქლიბაძემ მიიღო. ასეევ დასახელდა ოლიმპიური სპორტის მთავარი მხარდამჭერი.
სეოკ-ის ნომინაციებში გამარჯვებულები
წლის აღმოჩენა – „ოლიმპიური იმედი“ (გოგონა)
მარიამ რაგიმოვი (ბატუტზე ხტომა)
წლის აღმოჩენა- „ოლიმპიური იმედი“ (ვაჟი)
გიორგი თოხაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
საუკეთესო სპორტული გუნდი
საქართველოს ძიუდოს ნაკრები
ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
დავით ქლიბაძე
საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში
თორნიკე შენგელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი
ანასტასია გუბანოვა, ფიგურული სრიალი
საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი
ლაშა გუჯეჯიანი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი
ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროპულ თამაშებზე სტაბილურად ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგებისთვის
სანდრო ბაზაძე, მოფარიკავე
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი
ლაშა ტალახაძე
ქართული სპორტის სიამაყე