კიევში ვიზიტით მყოფმა პოლონეთისა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა მოახდინოს თავისი ეკონომიკის მობილიზება უკრაინის დასახმარებლად. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გაზეთი Le Monde ავრცელებს.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირსა და შეერთებულმა შტატებს მოუწოდა, მოახდინონ თავიანთი ეკონომიკისა და წარმოების შესაძლებლობების მობილიზება, რათა დაეხმარონ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაში.
“ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთმა უფრო მეტი აწარმოოს გაცილებით მცირე ეკონომიკის საფუძველზე. თუ დასავლეთი მობილიზებას მოახდენს, მის გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მან უნდა დაიწყოს მობილიზება”, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
კომენტარები