ოპოზიციაში თავად აღიარებენ, რომ პოლიტიკურ ჭაობში არიან და იბრძვიან, როგორმე ოპოზიციაში დარჩნენ, ჩვენ ამაში ვერ შევეცილებით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ კანდიდატის სტატუსის მიღებით კიდევ ერთხელ დაინახა, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
„ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მაღალ დონეზე ჩატარდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და გაიხსნას მოლაპარაკებების პერსპექტივა საქართველოსთვის. ამას თავად ევროკავშირშიც აღიარებენ. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი თავად აღიარებენ, რომ პოლიტიკურ ჭაობში თავად არიან და იბრძვიან, რომ როგორმე ოპოზიციაში დარჩნენ. ჩვენ ამაში ვერ შევეცილებით. დიდი ალბათობით, ოპოზიცია ვერც ოპოზიციაში დარჩება და იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება ნორმალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს მოიყვანს ოპოზიციაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.