პატიმარ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილი თავს სუსტად გრძნობს და გიორგი გახარიას პარტიამ განცხადებით, რომ სააკაშვილი „ვივამედის“ კლინიკიდან ციხეში უნდა დაბრუნდეს, თავი დაიზიანა.
„ეს დღეები საშინელი სისუსტე აქვს რატომღაც. უჭირს ხოლმე დიდხანს დგომა, ფეხები უსივდება. [გახარიას პარტიამ] საკუთარი თავი რომ დაიზიანეს, ეს დავინახე. ამომრჩევლებზე ცუდად იმოქმედებდა ეს [სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნა] განცხადება. მე რომ მკითხოთ, საერთოდ რა უნდა ამ [სააკაშვილს] ადამიანს ციხეში“, – აღნიშნა ალასანიამ „ქრონიკასთან“.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.
კომენტარები