პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლელოს“ „პიარის“ სამსახურს ხელფასს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” უხდის, სიმართლეს არ შეესაბამება.
„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლელოს“ „პიარის“ სამსახურს ხელფასს ვუხდით ჩვენ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა, თუ ამის საჭიროება არსებობს და მათი სტრატეგიაც უცვლელი დარჩება, მზად ვართ გადავუხადოთ“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები