ის ხარისხი, რითაც ზოგადად ჩვენი ჯარი მარაგდებოდა, საკვებით, უნიფორმებითა და ა.შ. შეურაცხმყოფელი იყო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, არასამართლიანი ჯგუფები ებრძვიან იმ შედეგებს, რაშიც განსაკუთრებულად დიდი წარმატება აქვთ.
„ეს არასამართლიანი ჯგუფები ებრძვიან იმ შედეგებს, რაშიც განსაკუთრებულად დიდი წარმატება გვაქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნული ხარისხიდან და ის ხარისხი, რითაც ზოგადად ჩვენი ჯარი მარაგდებოდა, საკვებით, უნიფორმებითა და ა.შ. შეურაცხმყოფელი იყო და შეურაცხმყოფელი ხარისხიდან ჩვენ გადავედით მსოფლიოს საუკეთესო ხარისხზე. ეს არის რეალობა. ყველა ჯარისკაცმა იცის, რომ ეს არის რეალობა ჯარში და ეს დეზინფორმაცია, რის დისკრედიტაციას ემსახურება, არ ვიცი, მაგრამ ჯარში ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.