აშშ-ის სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა თურქეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას, მას შემდეგ რაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას ნატოში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ.
„დღეს სენატის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა თურქეთის მიერ ნატოში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებას მიესალმა და განაცხადა, რომ მწვანე შუქს აუნთებს თურქეთისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას“, – აღნიშნულია კომიტეტის განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც თურქეთმა შვედეთს ნატოში გაწევრიანების გზაზე მწვანე შუქი აუნთო, შვედეთის ნატოში გაწევრიანების დამაბრკოლებელ ფაქტორად მხოლოდ უნგრეთი რჩება.
24 იანვარს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ იენს სტოლტენბერგს დაუდასტურა, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას.