ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კატარს მოუწოდებს, დაამტკიცოს თავისი შუამავლის სტატუსი და დაეხმაროს ისრაელს მძევლების შინ დაბრუნებაში.
ბენიამინ ნეთანიაჰუს კატართან და ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. ფარულ აუდიოჩანაწერში, ნეთანიაჰუ არასაკმარისი ძალისხმევის გამო კატარსა და აშშ-ს აკრიტიკებდა.
„კატართან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს, უარს არ ვიტყვი არც ერთი ხაზიდან, რათა ზეწოლა მოვახდინოთ „ჰამასსა“ თუ სხვაზე, ვისაც „ჰამასზე“ ზეწოლის განხორციელება შეუძლია, რომ დავიბრუნოთ მძევლები. კატარი მასპინძლობს „ჰამასის“ ლიდერებს. ასევე აფინანსებს მათ. გააჩნია ბერკეტი „ჰამასზე“. კატარი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ მედიკამენტებმა მიაღწიოს ჩვენ მძევლებამდე. მათ თავი შუამავლად წარმოადგინეს, ასე რომ, მიდით, დაამტკიცეთ და დაგვაბრუნებინეთ ჩვენი მძევლები. მანამდე კი უზრუნველყავით, რომ მათთან წამლებმა მიაღწიოს“,-განაცხადა ნეთანიაჰუმ.