ესპანეთის ლიგა ენდესაში მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა გიორგი შერმადინმა. ქართველი კალათბურთელის ტენერიფემ მეოცე ტურში მურსია 75-ით 73 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების წევრმა 27 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა. მან 13 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 9-დან 5 ორ ქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
კომენტარები